სამედიცინო კონფერენცია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტისა და პრევენციის თაობაზე

31/05/2013 14:00

"მსოფლიო დღე თამბაქოს გარეშე" - ამ დღის აღსანიშნავად აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თბილისის 100-ზე მეტი პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის ჩაატარა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: "თამბაქოს მოხმარების პრევენცია და მიტოვების ყოველდღიურ პრაქტიკაში დანერგვის საკითხები". კონფერენციას ხელმძღვანელობდა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ხოლო ტრეინინგები ჩაატარა პროექტის ტექნიკურმა პერსონალმა, ექიმებმა, ნატო შენგელიამ და ეკატერინე ჩერქეზიშვილმა. სასწავლო მოდული შემუშავდა USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის დახმარებით და ინსტიტუციონალიზებული იყო საქართველოს რესპირაციული ასოციაციის მიერ, როგორც უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამა. პროექტი იმედოვნებს, რომ აღნიშნული სასწავლო კონფერენცია ხელს შეუწყობს თამბაქოს სკრინინგის გაუმჯობესების დანერგვას და საუკეთესო პრაქტიკის მოდიფიცირებას.