აშშ -ის ქართული დიასპორის სამედიცინო კონფერენცია

21/06/2013 09:30

2013 წლის 21 და 22 ივნისს,  აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის, USAID-ის პროექტის - SUSTAIN-ისა და ქართულ-ამერიკული სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციის (GAMPHA) მიერ ერთობლივი სამედიცინო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის მიზანი გახლდათ ჯანდაცვის პროვაიდერების ცოდნის გაუმჯობესება უახლესი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მკურნალობის პრინციპების მიწოდებითა და საკუთარი კლინიკური გამოცდილების გაზიარებით. აშშ-ის ქართული სამედიცინო დიასპორის დაახლოებით 12-მდე წარმომადგენელმა ქართველ კოლეგებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკის მასალები, საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარა სხვადასხვა კლინიკურ დისციპლინებში. კონფერენციის 2 დღის განმავლობაში ჩატარდა რამდენიმე პრეზენტაცია, დისკუსიები კლინიკური შემთხვევების ანალიზთან დაკავშირებით, პლენარული სესიები და საინტერესო კლინიკური შემთხვევების მიმოხილვა სამ  კლინიკურ სფეროში: კარდიოლოგიაში, პულმონოლოგიასა და ინფექციურ დაავადებებში.

კონფერენციის გაშუქება ახალი ამბებში: