კლინიკური პრაქტიკის მტკიცებულებითი საფუძვლების გასაძლიერებლად

08/07/2013 14:00
12/07/2013 17:00

ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კოლეჯისა და USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის თანამშრომლობით, ზ. ცხაკაიას სახ. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში ჩატარდა ერთკვირიანი ტრენინგი თემაზე: "მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური პრაქტიკა".
 
ტრეინინგს უძღვებოდნენ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ექთანთა კოლეჯის პროფესორები: ელისონ სქვეარსი და ადამ სირუა, რომელთაც მუშაობის დიდი გამოცდილება აქვთ როგორც მაღალი შემოსავლების,  ასევე დაბალ- და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებში. მასში კი 40-ზე მეტი აპლიკანტი მონაწილეობდა, მათ შორის, "ჩემი ოჯახის კლინიკისა" და "ჯეოჰოსპიტალსის" ქსელის როგორც ცენტრალური ხარისხის გუნდის მენეჯერები, ასევე სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერები, ექიმები. დაწვრილებითი ინტერაქტიური ლექციებით, პრაქტიკული სავარჯიშოებით დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ, შეეძინათ, ან გაეღრმავებინათ ცოდნა და უნარ-ჩვევები როგორც კლინიკური შეკითხვების ფორმირების, ისევე სანდო წყაროებში მტკიცებულებების ძიების, მტკიცებულებების შეფასებისა და კლინიკურ პრაქტიკაში მათი გამოყენების კუთხით.

ტრეინიგის ფარგლებში 7 ჯგუფმა განახორციელა მტკიცებულებათა ძიება თავისი შერჩეული კლინიკური შეკითხვის ირგვლივ, მოახდინა მოძიებული ინფორმაციის კრიტიკული შეფასება და შედეგები ისევე, როგორც რეკომენდაციები პრაქტიკაში დანერგვისთვის წარმოადგინა ტრეინინგის შემაჯამებელ სესიაზე. პროექტი მადლობას უხდის მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის და იმედოვნებს, რომ ყველა ჯგუფი ამავე გვერდის ფორუმის მეშვეობით ძიების შედეგებს კოლეგებს გაუზიარებს და შეგვეძლება, დარბაზში დაწყებული დისკუსია ონლაინ სივრცეშიც გავაგრძელოთ და უფრო მეტად შევძლოთ საკუთარი კლინიკური პრაქტიკის მტკიცებულებითი საფუძვლების გაძლიერება.