სამედიცინო კონფერენცია ქუთაისში

03/02/2014 22:17

ცოდნისა და მიდგომების ერთობლივი გაზიარებისთვის, თანამშრომლობის საშუალებით გაუმჯობესებისთვის, ქ.ქუთაისის ბავშვთა მე-3 პოლიკლინიკაში, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით, ჩატარდა სამედიცინო კონფერენცია თემაზე:  "სასუნთქი გზების ყველაზე გავრცელებული პედიატრიული ინფექციების მართვა პირველადი ჯანდაცვის დონეზე, გუშინ, დღეს, ხვალ". კონფერენცია ჩატარდა ე.წ."Case Study"-ის ფორმატში, სადაც ექიმებმა წარადგინეს საკუთარი პრაქტიკის კლინიკური შემთხვევების - პნევმონიის, ბრონქიტის, კრუპის, ფარინგიტისა და ა.შ.- მართვის მაგალითები. ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექიმებმა გამოავლინეს პროგრესი ზემოთაღნიშნული დაავადებების დიაგნოსტიკისა და მართვის გაუმჯობესებაში, რისი საფუძველიცაა პროექტის მიერ განხორციელებული აქტიური ინტერვენციები. შედეგები მოიცავს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მკვეთრად გამოხატულ გაუმჯობესებას, მკურნალობაზე გაწეული დანახარჯების შემცირებასა და მედიკამენტების(მათ შორის,ანტიბიოტიკების) რაციონალურ გამოყენებას.

კონფერენცია  გააშუქა რეგიონულმა ტელეკომპანია "რიონმა":