სამედიცინო კონფერენცია ინსულტის გაუმჯობესებული მართვის თაობაზე

25/10/2013

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული სამედიცინო დიასპორის წარმომადგენელმა, ესენის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბატონმა ზაზა ქაცარავამ, ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების 100-ზე მეტ ექიმთან  ჩაატარა ტრენინგი ინსულტის თანამედროვე მართვის საკითხებთან  დაკავშირებით. აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს ქართულ სამედიცინო დიასპორასა და მის ქართველ კოლეგებს, აგრეთვე, თანამშრომლობის დაწესებულებებს შორის არსებული "გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით" მოდელის  დანერგვის შედეგს, რომელიც მიმართულია, გაუმჯობესების წარმატებული მოდელის სხვა კლინიკურ სფეროშიც გავრცელებისკენ.

USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტსა და ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავადმყოფოს შორის მიოკარდიუმის ინფარქტის მართვისთვის მოდელის -" გაუმჯობესება თანამშრომლობის საშუალებით" დანერგვის შემდეგ, შინაგანი სნეულებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნევროლოგმა, ქალბატონმა თამარ ჯანელიძემ, გამოთქვა სურვილი, გაავრცელოს  ხარისხის გაუმჯობესებული მოდელი ინსულტის მართვაში. პროექტის მხარდაჭერით, მან წარმოადგინა საბაზისო შეფასებები და საგულდაგულოდ შემუშავებული ხარისხის საზომები, რომლებიც შემდეგ, 2013 წლის ივნისში ჩატარებულ ქართული სამედიცინო დიასპორის კონფერენციაზე გააცნო დამსწრე საზოგადოებას. აღნიშნულ კონფერენციაზე ბატონმა ზაზა ქაცარავამ  ქალბატონი თ. ჯანელიძე მიიწვია გერმანიაში  კვალიფიკაციის ასამაღლებლად, სათანადო გაუმჯობესების ჰოსპიტალში, ინფრასტრუქტურისა და განვითარების ხელშეწყობის მხარდასაჭერად,  აგრეთვე, "ჩემი ოჯახის კლინიკის" სხვა კორპორატიული წევრები, რათა სამედიცინო მოვლის სხვადასხვა დონეზე წარმატებით დანერგონ ინსულტის მართვის თანამედროვე მიდგომები.