სამედიცინო კონფერენცია სამტრედიაში

17/01/2014

თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებული საუკეთესი კლინიკური პრაქტიკის გასავრცელებლად, თანამშრომლობის საშუალებით გაუმჯობესებისა და გაზიარებული სწავლების მხარდასაჭერად, USAID ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტმა სამტრედიის "ჯეო ჰოსპიტალსის" ამბულატორულ ცენტრში" ჩაატარა სამედიცინო კონფერენცია თემაზე: "სასუნთქი სისტემის დაავადებების იშვიათი და საინტერესო კლინიკური შემთხვევები პედიატრიულ პრაქტიკაში"

კონფერენციის მიმდინარეობისას სამტრედიის თანამშრომლობის დაწესებულებების ექიმებმა კლინიკური შემთხვევების წარმოდგენასთან ერთად, კრიტიკულად გააანალიზეს და დაასაბუთეს განსხვავებები - საკუთარ პრაქტიკასა და თანამედროვე სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, ფართოდ გავრცელებულ  შეხედულებებს შორის. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს, რომ პაციენტებმა და სამედიცინო დაწესებულებებმა  მინიმალურ ფასად მიაღწიონ სამედიცინო მომსახურების საუკეთესო შედეგებს.

კონფერენცია გააშუქა რეგიონულმა ტელეარხმა ახალ ამბებში.