საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის მხარდაჭერით შემუშავებული 4 პროტოკოლი დაამტკიცა

28/02/2014

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაამტკიცა შემდეგი 4 ეროვნული პროტოკოლი:

პროტოკოლები შემუშავდა USAID-ის ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, შესაბამის პროფესიულ ასოციაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. პროტოკოლები განკუთვნილია სამედიცინო მომსახურების განხორციელების კონკრეტულ დონეზე სადიაგნოზო/სამკურნალო ჩარევების სტანდარტიზებისთვის და დამხმარეა სამედიცინო მომსახურების ხარისხის შეფასებისთვის, აუდიტის სტანდარტული კრიტერიუმებისა და  მტკიცებულებებზე დაფუძნებული კლინიკური გადაწყვეტილების მისაღებად. აღნიშნული პროტოკოლების განუყოფელი ნაწილია პრაქტიკაში გამოსაყენებელი ძლიერი მტკიცებულებები და პირველადი სამედიცინო ინფორმაციის დოკუმენტირებისთვის საჭირო პრაქტიკული ინსტრუმენტები.