ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

21/03/2014

USAID- ის ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტსა და აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის  გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი - ერთობლივი თანამშრომლობით სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების თაობაზე.  კლინიკის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან, აგრეთვე, პროექტის წარმომადგენლებთან ერთად, მემორანდუმის გაფორმებას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მისიის დირექტორი სტივენ  ჰაიკინი, USAID/კავკასიის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი, ქალბატონი, თამარ სირბილაძე და  ჯანდაცვის სისტემის უფროსი ფინანსური მრჩეველი, ბატონი, გიორგი ხეჩინაშვილი.

  აღნიშნული ღონისძიება პროექტის იმ ძალისხმევის ნაწილია, რომელიც მიმართულია ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო მაღალი ზეგავლენის მქონე საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებისა და ქვეყნის მასშტაბით ინსტიტუციონალიზაციისკენ. ამ ინიციატივის საფუძველზე, ერთი მხრივ, ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი საქართველოში გააზიარებს ხარისხის გაუმჯობესებისა და პროექტის ფარგლებში შემუშავებული შეფასების ინსტრუმენტების დანერგვას აკად.გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელ კარდიოლოგიურ ცენტრთან ერთად და უზრუნველყოფს სამედიცინო დაწესებულებების მინიმალურ ტექნიკურ დახმარებას თანამედროვე გაუმჯობესებული პრაქტიკის დანერგვითა და შეფასებით, ეფექტიანობის გაზრდითა და სამედიცინო მომსახურების ღირებულების შემცირებით. მეორე მხრივ, კარდიოლოგიური ცენტრი პროექტს გაუზიარებს ხარისხის გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ ჩარევების შედეგებს, რომელიც მოიცავს სწავლას სწავლებისთვის და გაუმჯობესების მომავალ გეგმას . აკად. გ.ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიური ცენტრის გარდა, პროექტმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოში უმსხვილეს სამედიცინო კორპორაცია "ჩემი ოჯახის კლინიკასთან" (საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქვს  40 ჰოსპიტალი, რამდენიმე ამბულატორული კლინიკა და ორი პროფესიული სამედიცინო ასოციაცია). ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი იმედოვნებს, ასეთ ურთიერთთანამშრომლობაზე ორიენტირებული პარტნიორობა გაზრდის და განამტკიცებს ხარისხიან  სამედიცინო მომსახურებას და ხელს შეუწყობს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, ქართველი ხალხია ჯანმრთელობის გაუმჯობესებისთვის განხორციელებულ ღონისძიებებში.

   მემორანდუმი გააშუქა სახელმწიფო ტელევიზიამ. ხაზი გაესვა USAID-ის ძალისხმევასა და წვლილს საქართველოში მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფისთვის განხორციელებულ საქმიანობებში.