რა არის ხარისხი

  ხარისხი სუბიექტური კატეგორიაა, ჯერ კიდევ 1968 წელს მისი 100-ზე მეტი განმარტება არსებობდა. მას შემდეგ კი დეფინიციების რაოდენობა მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა...

  და მაინც, ხარისხი ეს არის უნარი, აკეთო სწორი რამ თავიდანვე სწორად და გააგრძელო მათი კიდევ უფრო უკეთ კეთება არსებული შესაძლებლობების ფარგლებში, მომხმარებელთა კმაყოფილების გათვალისწინებით.

  აშშ-ის მედიცინის ინსტიტუტი განმარტავს ჯანდაცვის ხარისხს, იმის მიხედვით, თუ რამდენად აუმჯობესებს ცალკეული პაციენტისა, თუ მათი პოპულაციისთვის მიწოდებული სერვისები ჯანმრთელობის გამოსავლებს. მოვლა დაფუძნებული უნდა იყოს უძლიერეს კლინიკურ მტკიცებულებებზე და მიწოდებული იყოს ტექნიკურად და კულტურულად კომპეტენტური მანერით, კარგი კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების ერთობლივი მიღების ფონზე.

  აშშ ჯანმრთელობის ინსტიტუტი ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების 6 მიზანს გვთავაზობს, რომელიც განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მყოფი ქვეყნისთვის შესაბამისია:

უსაფრთხოება: ჯანდაცვამ პაციენტს არ უნდა მიაყენოს ზიანი;

ეფექტურობა: სერვისები მეცნიერულ მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაფუძნებული და დამტკიცებული, რომ სარგებელი მოაქვს ამ მომსახურების მიმღებთათვის;  

პაციენტ-ცენტრულობა: მოვლა პატისცემითა და გაგებით უნდა ეპყრობოდეს ცალკეული პაციენტის შეხედულებებს, საჭიროებებსა და ღირებულებებს;

დროულობა: ჯანდაცვის მიწოდებამ მინიმუმამდე უნდა დაიყვანოს პაციენტის ლოდინი და თავიდან აიცილოს ზიანის მომტანი დაყოვნება;

ეფექტიანობა: თავიდან აცილებული უნდა იყოს რესურსების ფლანგვა; 

თანასწორობა: მოვლის ხარისხი არ უნდა განსხვავდებოდეს პაციენტის სქესის, ეთნიკური მახასიათებლების, გეოგრაფიული მდებარეობისა თუ სოციალურ -ეკონომიკური სტატუსის მიხედვით.


 ჯანდაცვის ხარისხი არსებითია ჯანმრთელობის გამოსავლების გაუმჯობესებისა და ეროვნული ამოცანების, მაგალითად, მილენიუმის განვითარების მიზნების მისაღწევად. და მაინც, ჯანდაცვის სერვისები ბევრ ქვეყანაში უსაფრთხოებისა და ხარისხის პრობლემებითაა დაძაბული, რისი მიზეზიც, რესურსების ნაკლებობის გარდა, სამედიცინო მომსახურების ცუდად მოწყობილი სისტემებია, რომლებიც არ არის მოწყობილი, დააკმაყოფილოს პაციენტის საჭიროებები, ან მიაწოდოს ეფექტური და ეფექტიანი მოვლა.