პროექტის შესახებ

   აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ჯანდაცვის გაუმჯობესების პროექტი (HCI) ტექნიკური  დახმარების გლობალური მექანიზმია, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის  მხარდაჭერას ისახავს მიზნად. პროექტს აშშ-ში დაფუძნებული University Research Company (URC) ახორციელებს და ამჟამად მსოფლიოს 20 ქვეყანაში მიმდინარეობს.

საქართველოში ჯანდაცვის ხარისხის გაუმჯობესების პროექტი 2011 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება.

პროექტის ამოცანებია:

  • საქართველოს შერჩეულ რეგიონში (იმერეთში) სამედიცინო მომსახურების ხარისხის, შესაბამისობისა და უწყვეტობის გაუმჯობესების დემონსტრირება მოდელის “თანამშრომლობა გაუმჯობესებისთვის” (Collaborative Improvement -CI) მეშვეობით; რეგიონული თანამშრომლობის ჩარევები და შედეგები იხილეთ: www.healthquality.ge/ka/node77
  • ექიმებისთვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და მათი გამოყენების გაუმჯობესება.

   შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებითა და მჭიდრო თანამშრომლობით, პროექტი ხელს უწყობს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩართვას საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლებისაკენ მიმართულ აქტივობებში.